შენგელია 8 ქულით დაბრუნდა -
Aa
Aa

შენგელია 8 ქულით დაბრუნდა - "ცსკა"-მ საბერძნეთში მოიგო

თორნიკე შენგელია, რომელმაც მუხლის ტრავმის გამო გასული 3 კვირა გამოტოვა, პარკეტს დაუბრუნდა. მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი ევროლიგის მატჩში, ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” მატჩში გამოჩნდა. შეხვედრა ათენის OAKA-ს დარბაზში გაიმართა, რომელიც არმიელებმა მინიმალური სხვაობით – 75:74 მოიგეს. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 22 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 7 იყო. 

რუსული კლუბი მატჩის ფავორიტი იყო, ერთ ეპიზოდში 25 ქულის სხვაობითაც იგებდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში თითქმის გაჩერდა და ბერძნული კლუბი წინაც გავიდა, თუმცა მოსკოვურმა გუნდმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ქულით ჩამორჩენილი ცსკა-ს უკანახაზელმა, მაიკ ჯეიმსმა საფინალო სირენამდე 2,5 წამით ადრე სამქულიანი ესროლა, რომელზეც დაჯარიმდნენ და ამ უკანასკნელმა 2 სროლა გამოიყენა.

ათენელებმა მოახერხეს დარჩენილ დროში სროლის ორგანიზება, თუმცა გეორგიოს პრინტეზისის სამიანი კალათში არ ჩაეშვა.

17 მოგებითა და 8 მარცხით ცსკა ევროლიგაში მეორე ადგილზეა. შემდეგ მატჩს არმიელები თელ-ავივში, 2 მარტს, მაკაბის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები