Aa Aa
25 თებერვალი 2021  |  12:44

60 რჩეულს შორის - Sports Illustrated-ის მიხედვით მამუკელაშვილს 58-ე ნომრად აირჩევენ

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, Sports Illustrated-მა იმ 60 კალათბურთელის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებსაც სავარაუდოდ, 2021 წლის დრაფტზე აირჩევენ. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ საუკეთესო 60 მოთამაშეს შორის სანდრო მამუკელაშვილი მოხვდა, რომელიც Sports Illustrated-ის წინა სიაში არ იმყოფებოდა.

„მამუკელაშვილი ცოტათი უცნაური კალათბურთელია, მაგრამ უნივერსალი გახლავთ. იგი არის მაღალი, რომელსაც პასის გაკეთება, ბურთის კონტროლი და 3-ქულიანების სროლა კარგად გამოსდის და დიდი ალბათობით, მეორე რაუნდში აიყვანენ.

სანდრო საოცარი ათლეტურობით არ გამოირჩევა, მაგრამ საკუთარი გაბარიტებისა და კარგი სამიანის წყალობით, შანსი აქვს, NBA-ში სათადარიგოთა სკამის ძლიერ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. იგი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე უკეთ იასპარეზებს, ვიდრე ცენტრად, რადგან დაცვაში რამდენიმე სისუსტე აქვს. 21 წლის მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს და ორმხრივი კონტრაქტის მიღების კანდიდატია“, - წერს Sports Illustrated.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 17.8 ქულას, 7.1 მოხსნას, 3.1 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას აგროვებს. Nbadraft.net-ის მიხედვით, დრაფტის 58-ე ნომერი „შარლოტ ჰორნეთსი“ იქნება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში