ვილი ბრაკიანო - ატალანტას ფეხბურთელი გარდაიცვალა
Aa
Aa

ვილი ბრაკიანო - ატალანტას ფეხბურთელი გარდაიცვალა

ვილი ბრაკიანო ტა ბი "ატალანტას" ახალგაზრდული გუნდის საყრდენი ნახევარმცველი იყო. იტალიურ მედიაში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - 23 თებერვალს კოტ-დ'იუვარელი ფეხბურთელი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის მიზეზი ღვიძლის კიბო გახდა.

ბრაკიანომ 2019 წელს "ატალანტას" U19 გუნდთან ერთად სერია ა "პრიმავერა" მოიგო. 2017 წელს ვილი ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, თუმცა კოტ-დ'იუვარის მაისური მხოლოდ ერთხელ მოირგო. 

ბოლო პერიოდის განმავლობაში ტა ბი კიბოს ებრძოდა და გავრცელებული ინფორმაციით მკურნალობა შედეგს იძლეოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა მედიცინა ამ დაავადების მიმართ უძლური აღმოჩნდა და ახალგაზრდა ფეხბურთელი გარდაიცვალა. მისი ოცნება ბერგამოელთა ძირითად შემადგენლობაში თამაში იყო, თუმცა დაავადებამ ამის საშუალება არ მისცა.

იმ დროს, როდესაც ვილი "ატალანტას" ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა, იტალიურმა გამოცემამ calcioatalanta-მ მას სტატია მიუძღვნა. ხსენებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბრაკიანო მის თანამემამულე ფრენკ კესის სათამაშო სტილით ძალიან ჰგავს და ის ბერგამოული კლუბის მომავალი შეუცვლელი ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები