პრიორიტეტი ჰოლანდია - აბრამოვიჩი ჩელსიში დიდ ცვლილებებს გეგმავს
Aa
Aa

პრიორიტეტი ჰოლანდია - აბრამოვიჩი ჩელსიში დიდ ცვლილებებს გეგმავს

ბრიტანული გამოცემა Sportwitness-ის ინფორმაციით რომან აბრამოივჩს გადაწყვეტილი აქვს, რომ "ჩელსი" ევროპული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდეს და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლოს.

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირი "არისტოკრატებმა" ბოლოს 2012 წელს მოიგეს და ამის შემდეგ ისინი ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევენ. წყარო იუწყება, რომ რუსი ოლიგარქის მთავარი მიზანი ნორვეგიის ნაკრების და "დორტმუნდის" ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი იქნება.

აბრამოვიჩი ფიქრობს, რომ ჰოლანდთან ერთად "ჩელსი" დიდ წარმატებას მიაღწევს. ამჟამად ლონდონელებს საკმაოდ ახალგაზრდული და პერსპექტიული შემადგენლობა ჰყავთ. ჰაკიმ ზიეჩი, მეისონ მაუნთი, პულისიკი, კაი ჰავერცი და ა.შ. ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებზეც კლუბი სამომავლო გეგმებს აწყობს. ერლინგი კი "არისტოკრატების" შეტევას სოლიდურს გახდის.

ცნობისთვის, ჰოლანდს გერმანულ კლბუთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა კი 75 მილიონი ევრო გახლავთ, რომელიც ძალაში 2022 წელს შევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელით სხვა ევროპული გრანდებიც ინტერესდებიან, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბარსელონა" და "რეალი."

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი "დორტმუნდის ბორუსიას" 2019 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 43 მატჩი მიიღო მონაწილეობა და 43 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები