Aa Aa
23 თებერვალი 2021  |  12:01

გოლი 78-ე მეტოქესთან - რონალდუ მხოლოდ ზლატანს ჩამორჩება

კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ს 23-ე ტურის ეგიდით „კროტონეს“ გაუტანა და მორიგი გამორჩეული სტატისტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კალაბრიელთა კარი 38-ე და 45-ე წუთებზე აიღო, რისი წყალობითაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის 78-ე გუნდს გაუტანა, ეს კი, როგორც აღვნიშნეთ, გამორჩეული შედეგია.

2000 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, რომელმაც რონალდუზე მეტ მეტოქეს შეუგდო - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც 79 მოწინააღმდეგე დაამწუხრა.

რონალდუმ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 18 გოლი მოაგროვა და ბომბარდირთა დავას ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს.

„იუვენტუსმა“ დაგეგმილი იოლი გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილზე აინაცვლა და ლიდერ „ინტერს“ 8 ქულით ჩამორჩება. ტურინელები მომდევნო ტურში „ვერონას“ ესტუმრებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში