Aa Aa
19 თებერვალი 2021  |  16:45

თორნიკე შენგელია:"ჩემი ოცნებაა ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე ვითამაშო"

საქართველოს ნაკრები დღეს სპორტის სასახლეში სერბეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეგახსენებთ,რომ ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო კაპიტანი თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება.

თოკომ კი საზოგაოებრივი მაუწყებლის სპორტულ გადაცემა „ტაიმატში“ ისაუბრა,სადაც პირადი ოცნება დაასახელა.

ჩემი პირადი ოცნებაა რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე ვითამაშო და ჩემი აზრით, აუხდენელი არ უნდა დარჩეს, რადგან თუ ჩვენ სრული შემადგენლობით ვიქნებით, გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, შემდეგ მეორე ეტაპზე და როცა მაქსიმუმზე ვსაუბრობთ რატომ არ უნდა ვიფიქროთ მედლებზე. ჩემთვის უბედნიერესი გრძნობა იქნება საქართველოს ნაკრების მაისურით თასის აწევა.“- განაცხადა შენგელიამ

საქართველოსა და სერბეთის შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება და პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ. 

ასევე ჩვენი კალათბურთელები თავიან შეხვედრას 21 ნოემბერსაც გამართავენ. ზუროსის შეგირდები ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში