GOAL.COM: დრაქსლერი
Aa
Aa

GOAL.COM: დრაქსლერი "პსჟ"-ში ითამაშებს!

ფრანგულმა "პსჟ"-მ "ვოლფსბურგის" გერმანელ შემტევთან იულიან დრაქსლერთან შეთანხმებას მიაღწია და ის ახალი წლიდან პარიზულ კლუბში ითამაშებს.

ცნობილია, რომ ფრანგებმა მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადეს, რასაც 10 მილიონის ბონუსი დაემატება, საერთო ჯამში კი "პსჟ"-ს დრაქსლერის ყიდვა 45 მილიონი ევრო დაუჯდება.

რამდენიმე დღის წინ, "ვოლფსბურგის" დირექტორმა განაცხადა, რომ დრაქსლერი გუნდს აღარ სჭირდებოდა და ზამთარში აუცილებლად წავიდოდა.

დრაქსლერი "ვოლფსბურგში" დიდი იმედებით 2015 წელს, "შალკედან" გადავიდა. 

 

მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები