Aa
Aa

მზადება დაიწყო - ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. გუნდს დილით ადრე გიორგი შერმადინი შემოურთდა და დილის ვარჯიში მონაწილეობა არ მიუღია. ეროვნული ნაკრები ფინეთთან და სერბეთთან გასამართი მატჩებისთვის ემზადება.

მანუჩარ მარკოიშვილი - ნაკრების მწვრთნელი 

მერაბ ბოქოლოშვილი - ნაკრების კალათბურთელი 

პაატა გურასპაული - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 

წინა საკვალიფიკაციო მატჩებისგან განსხვავებით ეროვნულ ნაკრებს დაეხმარებიან ახლახან სერბულ “ბორაცში” გადასული დუდა სანაძე და ესპანური “გრან კანარიას” წევრი ბექა ბურჯანაძე. თბილისშია და ნაკრების მატჩებში მიიღებს მონაწილეობას ყატარულ “ალ შამალში” მოთამაშე მიხეილ ბერიშვილი, ხოლო საუდის არაბეთში მყოფი გიორგი ცინცაძე ამ ქვეყნის მკაცრი კოვიდ-რეგულაციების გამო ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლასა და ეროვნული გუნდის დახმარებას. 

საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაშავდა და მართალია, მძიმე ტრავმას გადაურჩა, თუმცა უახლოეს პერიოდში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. შენგელია გასულ მატჩებში დიდად დაეხმარა ჩვენს ნაკრებს, თუმცა ამჯერად ტრავმირებულია. 

ნაკრებში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ ამერიკაში მოთამაშე ქართველები – ინდიანა პეისერსის ცენტრი გოგა ბითაძე და NCAA-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი. მოგეხსენებათ, ნბა-სა და NCAA-ში გახურებული სეზონია და ამ დროს იქ მოთამაშე კალათბურთელების ნაკრებში თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია. 

შეგახსენებთ, რომ თბილისური “ბაბლი” დრეს დაიწყო. ჯგუფის მონაწილე ოთხივე ნაკრები სასტუმრო “თბილისი მერიოტში” დაბინავდა და იზოლაციაში იცხოვრებს. მოთამაშეებსა და გუნდის წევრებს ფიბა-სა და ჩვენი სახელმწიფო რეგულაციების თანახმად პერიოდულად კოვიდ-ტესტები ჩაუტარდებათ და პარალელურად სპორტის სასახლეში ივარჯიშებენ. თამაშები 19 და 21 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში, მაყურებლების გარეშე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები