Aa
Aa

"ის ფენომენალურია", - ვენგერი ვარდიზე და არშემდგარ ტრანსფერზე საუბრობს

არსენ ვენგერმა „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ, ჯეიმი ვარდი შეაქო და მასზე ისაუბრა. ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა „არსენალში“ ინგლისელი ფორვარდის  ჩაშლილი ტრანსფერიც  გაიხსენა:

„ის ფენომენალურია, ის ყოველთვის არის თამაშში ჩართული და მას არასდროს ტოვებს. მომწონს ასეთი შესანიშნავი  ფორვარდები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ გარკვეულ მომენტში გოლს აუცილებლად გაიტანენ. ეს, მათ საშუალებას აძლევთ რწმენა მაშინაც შეინარჩუნონ, როცა შანსს ხელიდან უშვებენ.

ვარდის შეძენა გვინდოდა, თუმცა „ლესტერს“ პრემიერლიგა ახალმოგებული ჰქონდა და ვიჩაის („ლესტერი“ მფლობელი, რომელიც მოგვიანებით ავიაკატასტროფას ემსხვერლა) მისი  გაყიდვა  საერთოდ არ უნდოდა და ჯეიმის ახალი კონტრაქტი შესთავაზა“.

ვენგერის ფორმაციის „არსენალი“ ჯეიმი ვარდის შეძენასთან ახლოს მართლაც იყო და   ბევრს ტრანსფერი უკვე დასრლებულადაც მიაჩნდა, თუმცა საბოლოოდ ინგლისელი „მელიებში“ დარჩა და მათ ღირსებას დღემდე იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები