„მაგრად თამაშობს
Aa
Aa

„მაგრად თამაშობს" - ხაბიბის ფეხბურთმა ჯანო გააოცა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა. „სპარტაკის“ ექს-მოთამაშემ რამდენიმე დღის წინ, „არწივთან“ ერთად ფეხბურთი ითამაშა და ანანიძემ Championat.com-ს მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„ჯიქიამ იცოდა, რომ დუბაიში ვიმყოფებოდი, რადგან მასთან კონტაქტი მაქვს. 24-დან 27 იანვრამდე სპარტაკი ისვენებს და ჯიქია ხაბიბს შეუთანხმდა, რომ ფეხბურთი ეთამაშათ და დამირეკა. მეც დავთანხმდი და მან სპარტაკის გუნდში ჩამწერა.

რა თქმა უნდა, რთულია, ამას თამაში დავარქვათ. გავერთეთ და შემდეგ დავიშალეთ. ძალიან გამაკვირვა იმან, თუ როგორ თამაშობს ხაბიბი ფეხბურთს. ვიცოდი, რომ მას ეს სპორტი ძალიან უყვარდა, მაგრამ მეგონა, რომ ისე კარგად ვერ თამაშობდა, როგორც თავად ამბობდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

ხაბიბი ძალიან მაგრად თამაშობს და ბევრი გოლიც გაიტანა. მოგვიანებით, ჯიქიას ვუთხარი: „თქვენ საკმარისი შემტევები არ გყავთ, კოკორინი წავიდა და სპარტაკში ხაბიბი გაიფორმეთ“. საერთო ჯამში, ხაბიბი გავიცანი და ფეხბურთი ვითამაშეთ. ხაბიბი შესანიშნავი ბიჭია“.

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა კარიერის დასრულების შესახებ ჯასტინ გეიჯისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ განაცხადა. „არწივი“ MMA-დან დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წავიდა. ნურმაგომედოვმა კარიერაში 29 ბრძოლაში, ხოლო UFC-ში 13 შერკინებაში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები