მატჩრევანში გემზე - მეივეზერი მზადაა მაკგრეგორს კიდევ ერთხელ ეჩხუბოს
Aa
Aa

მატჩრევანში გემზე - მეივეზერი მზადაა მაკგრეგორს კიდევ ერთხელ ეჩხუბოს

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sun საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ კონორ მაკგრეგორი და ფლოიდ მეივეზერი მატჩრევანშის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

როგორც ირკვევა, „მანი“ მზადაა, ირლანდიელს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს და მორიგი მეგა-ბრძოლის მოლოდინშია, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო კი შესაძლოა, მათი შერკინება საუდის არაბეთში, ერთ-ერთ გემზე გაიმართოს. Sun-ის ცნობით, კონორი და მეივეზერი ხვდებიან, რომ ბრძოლის სტადიონზე ან რომელიმე სპორტულ არენაზე ჩატარების შემთხვევაში, ბილეთების სრულად გაყიდვა Covid-19-ის გამო შეუძლებელი იქნება და ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებენ.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, მათ გემი საუკეთესო გამოსავლად მიაჩნიათ. მართალია, ბრძოლას ბევრი ქომაგი ვერ დაესწრება, მაგრამ ბილეთი საკმაოდ ძვირი ეღირება და ჩხუბის საკუთარი თვალით ხილვა მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერმა რინგზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე იუთუბერ ლოგან პოლს დაუპირისპირდება. მეივეზერის მიხედვით, მისი და პოლის ჩხუბი 2021 წლის 20 თებერვალს გაიმართება. ბრძოლის წესების, ჩატარების ადგილისა და დამატებითი დეტალების შესახებ კი ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები