ტრანსგენდერი მოკრივე 21 წამში დაანოკაუტეს | დანებებას არ აპირებს და კიდევ იჩხუბებს
Aa
Aa

ტრანსგენდერი მოკრივე 21 წამში დაანოკაუტეს | დანებებას არ აპირებს და კიდევ იჩხუბებს

პატრისიო მანუელი ტრანსგენდერი მოკრივეა, რომელიც ქალთა შორის, სამოყვარულო დონეზე, აშშ-ის 5-გზის ჩემპიონი გახლავთ. 2015 წელს, მან სქესი შეიცვალა, 2018 წელს კი პირველი ტრანსგენდერი მოკრივე გახდა, რომელმაც კაცთა შორის, პროფესიონალურ დონეზე იასპარეზა.

მანუელმა უგო აგილარი ქულებით დაამარცხა, მაგრამ ჯოშუა ბრაიან რეიესთან იგივე არ გამოუვიდა. რეიესმა მას შანსი არ დაუტოვა და 21 წამში დაანოკაუტა. მანუელი კარიერაში პირველად დამარცხდა. წაგების მიუხედავად, იგი დანებებას არ აპირებს და კიდევ იჩხუბებს.

„შედეგის მიუხედავად, არასდროს დავიმალები. თავდაუზოგავად ვივარჯიშე, მოკლე გზებით არ მისარგებლია და ბრწყინვალე სპარინგები მქონდა, მაგრამ ზოგჯერ არაფერი გამოგდის და ეს სწორედ ასეთი მომენტი იყო. როცა რინგზე გადიხარ, ავტომატურად რისკავ და კრივში აღმაფრთოვანებელი სწორედ ესაა. მთავარია ჯანმრთელი ვარ. სიმართლე გითხრათ, იმედი გამიცრუვდა და ჩემი ეგო დაზიანდა, მაგრამ თავის დახრას არ ვაპირებ. ცხოვრებამ მასწავლა, რომ წარუმატებლობა ვერასდროს გამტეხს“, - განაცხადა პატრისიო მანუელმა.

ცნობისთვის, ამერიკელ მოკრივეს კარიერაში 4 ჩხუბი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 3 გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრმა მითხრა, რომ ილია შეშინებული ჩანდა“ | კორმიე თოფურია vs ჰოლოუეიზე
„ბევრმა მითხრა, რომ ილია შეშინებული ჩანდა“ | კორმიე თოფურია vs ჰოლოუეიზე