რომა, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ნაპოლი რომას დაუზავდა - კვარამ პენალტი მოიპოვა და გოლის გატანაც შეეძლო

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ნაპოლიმ“ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე „რომას“ უმასპინძლა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ფრანჩესკო კალცონამ მოედანიდან 86-ე წუთზე გაიყვანა. ამ დროის განმავლობაში ხვიჩა ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო და „ნაპოლის“ მეორე გოლში მთავარი როლი ითამაშა.

ანგარიში რომაელებმა 59-ე წუთზე გახსნეს. „ნაპოლის“ კარში დანიშნული პენალტი ზუსტად პაულო დიბალამ შეასრულა. ზუსტად 6 წუთში მატიას ოლივეირამ წონასწორობა აღადგინა. 84-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარახელიას მიერ მოპოვებული პენალტი გოლად აქცია. 89-ე წუთზე კი ანგარიში ტამი აბრაჰამმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მატჩის მიმოხილვა:

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 86 წუთი გაატარა, კარის მიმართულებით 4-ჯერ დაარტყა, აქედან ერთხელ ბურთი კარის ჩარჩოში მოახვედრა, ერთი ააცილა, ორი დარტყმა კი დაუბლოკეს. 11 დრიბლინგის მცდელობიდან 6 წარმატებული ჰქონდა. ბურთს 67-ჯერ შეეხო, 30 პასიდან 25 ზუსტად შეასრულა, სამჯერ კი თანაგუნდელს საკვანძო პასი მისცა. მოედანზე 20 დუელიდან 12-ში გამარჯვებული გამოვიდა, პოზიცია კი 17-ჯერ დაკარგა. ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა Sofascore-მა მისი თამაში 7.9 ქულით შეაფასა.

ხვიჩას ყველა მომენტი:

34 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 50 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება და კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ლაციოს“ 5 ქულით, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „ბოლონიას“ კი 13 ქულით ჩამორჩება. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 მაისს, სტუმრად „უდინეზესთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები