აიმენ ბარკოკი
Aa
Aa

ჰერტას ფეხბურთელს ღამის კლუბში ფიზიკურად გაუსწორდნენ

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ჰერტას“ ფეხბურთელს აიმენ ბარკოკს ბერლინის ერთ-ერთ ღამის კლუბში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი დაესხა და ისე სცემეს, რომ მაროკოელი მოთამაშე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. პოლიციამ ჯერჯერობით ვერც კონფლიქტის მიზეზი და ვერც დამნაშავეების ვინაობა ვერ დაადგინა, რის გამოც კონკრეტული ინფორმაციები არ ვრცელდება.

ინციდენტი დილის ხუთის ნახევარზე მოხდა და ვარაუდობენ, რომ ფხიზელ მდგომარეობაში არც თავად აფრიკელი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ცხვირისა და თავის არეში რამდენიმე მოტეხილობა აღენიშნება, რის გამოც ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდარზე სპეციალური განცხადება „ჰერტას“ ხელმძღვანელობამაც გაავრცელა, სადაც წერია, რომ ისინი გამოძიების დასრულებას დაელოდებიან და ოფიციალურ კომენტარს სწორედ ამის შემდეგ გააკეთებენ.

ბარკოკი ბერლინის გუნდმა „მაინციდან“ იჯარით აიყვანა, საიჯარო ხელშეკრულებაში კი იყო ჩადებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუ ფეხბურთელი სეზონში 12 მატჩს ჩაატარებდა, მის ტრანსფერს 600 ათას ევროდ ავტომატურად გამოისყიდნენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის წლევანდელი სეზონი უკვე დასრულებულია, ბარკოკს „მაინცში“ დაბრუნება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაინცის სტადიონთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იპოვეს | განაღმვაზე მუშაობა დაწყებულია
მაინცის სტადიონთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იპოვეს | განაღმვაზე მუშაობა დაწყებულია