ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

ლაურენტისი კვარას გაყიდვის წინააღმდეგია - ჯუღელთან შეხვედრა დაიგეგმა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერი მამუკა ჯუღელი კლუბთან მოლაპარაკებას გამართავს. მხარეები ეცდებიან ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც 2029 წლამდე გაფორმდება.

სკირას ინფორმაციით, „ნაპოლის’’ მმართველს, აურელიო დე ლაურენტისს კვარას შენარჩუნება სურს და მზადაა ხელფასი 1,4 მილიონი ევროდან 4 მილიონამდე გაუზარდოს.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, მამუკა ჯუღელი ხელფასის ხუთ მილიონამდე გაზრდას ითხოვს, პლუს ბონუსები. დე ლაურენტისი მისი ამჟამინდელი ანაზღაურების გასამმაგებას ანუ სეზონურად 4.5 მილიონ ევროს სთავაზობს. ეს სხვაობა გადაულახავი ბარიერი არ არის, თუმცა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „ბარსელონა'' იჩენს, თუ დე ლაურენტისი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ჯუღელი მზადაა ნეაპოლელებს ბარსელონას შეთავაზება გადასცეს, რომელიც ბოლო წლებში ფინანსურად არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება.

ასევე, შესაძლებელია რომ კვარას ტრანსფერზე კიდევ ერთი კლუბი, პსჟ გააქტიურდეს. მიმდინარე კვირაში ESPN-ის ჟურნალისტი ეკრემ კონური წერდა, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტერესი საფრანგეთის ლიგა 1-დან და ინგლისის პრემიერ ლიგიდან არის. მხარეები მზად არიან 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. წყარომ დაინტერესებულ გუნდებში „ჩელსი“ და პსჟ დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები