ბარსას პირველი ტრანსფერი ცნობილია - ჩავიმ მწვანე აუნთო
Aa
Aa

ბარსას პირველი ტრანსფერი ცნობილია - ჩავიმ მწვანე აუნთო

„ბარსელონა“ 2023/24 წლების სეზონისთვის უკვე ემზადება და სატრანსფერო გეგმებს აწყობს. როგორც ჩანს, კატალონიელთა პირველი შენაძენი საყრდენი ნახევარმცველი იქნება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბარსამ“ სევილიის „რეალ ბეტისის“ არგენტინელ ნახევარმცველთან გუიდო როდრიგესთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ჩავიმ ტრანსფერს მწვანე აუნთო და სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი „ბლაუგრანას“ შეუერთდება.

საუბარია 2-წლიან ხელშეკრულებაზე, რომელიც უახლოეს კვირებში გაფორმდება. კლუბი ლა ლიგის ფინანსური ფეარ-პლეისგან დასტურს დაელოდება.

30 წლის როდრიგესი 30 ივნისიდან თავისუფალი აგენტი ხდება და „ბარსელონა“ მას უსასყიდლოდ გაიფორმებს. კატალონიელთა ინტერესი განსაკუთრებით ამ გარემოებამ მიიზიდა. არგენტინელი გუნდში ორიოლ რომეუს შეცვლის, რომლის წასვლაც უკვე გადაწყვეტილია.

გვიდო როდრიგესი „ბეტისში“ 2020 წლიდან თამაშობს, კლუბის მაისურით 171 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგასა და ევროპა ლიგაზე 27 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც მიითვალა.

როდრიგესი არგენტინის ნაკრების წევრიც არის. ბოლო დროს სასტარტოში ადგილი დაკარგა. კოპა ამერიკასა და მსოფლიო ჩემპიონატზე მან თამაში შეძლო და კუთვნილი ოქროს მედლებიც მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შარშან ჯუღელმა ეს ვერ შეძლო -  იდეალური მომენტი ზურიკოს ტრანსფერისთვის
შარშან ჯუღელმა ეს ვერ შეძლო - იდეალური მომენტი ზურიკოს ტრანსფერისთვის