Aa
Aa

ამას არავინ ელოდა - პორიემ კონორი მე-2 რაუნდში გათიშა!

UFC 257-ის ფარგლებში აბუ-დაბიში „ეტიჰად არენაზე“ ჯერჯერობით წლის მთავარი ბრძოლა შედგა - კონორ მაკგრეგორი დასტინ პორიეს წინააღმდეგ.

ბევრისთვის მოულოდნელად ამერიკელმა ბრძოლა მოიგო და თან ისე, რომ კონორი მეორე რაუნდში გათიშა.

პირველი რაუნდის სტარტზე პორიემ კონორი თეიქდაუნში მალევე გადაიყვანა, რაც მისგან სწორი ტაქტიკა იყო, თუმცა ირლანდიელი მალევე წამოდგა და მისი საფირმო მხრით დარტყმა შეასრულა.

კონორმა მარჯვენა ხელით ერთი ეფექტური დარტყმა მალევე განახორციელა და პორიეს დგომი შეირყა, პასუხს დასტინიც არ აგვიანებდა, თუმცა კონორის დარტყმები უფრო ეფექტური იყო.

პირველი რაუნდი კონორმა წაიღო.

მეორე რაუნდი მაკგრეგორმა შეტევებით დაიწყო, თუმცა მას დასტინ პორიემ მოულოდნელად დარტყმების სერია მოუწყო. „ნოტორიუსმა“ ერთი გაატარა, რის შემდეგაც ნათელი გახდა, რომ მისი საქმე უკვე ცუდად იყო. საბოლოოდ მეორე რაუნში პორიემ ბრძოლა ნაადრევად დაასრულა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.

კონორს 2014 წელს პორიეს დასანოკაუტებლად 1 წუთი და 46 წამი ეყო. ამჯერად, - „დასტინს საწყისი 60 წამის განმავლობაში დავანოკაუტებ“, - ამბობდა მაკგრეგორი ბრძოლამდე, თუმცა სიტყვები მხოლოდ სიტყვებად დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები