Aa
Aa

"შეუცვლელი" დე ბრუინი ტრავმირებულია - ბელგიელი სიტის დიდი ხნით გამოაკლდა

ბელგიის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" სუპერვარასკვლავი კევინ დე ბრუინი ტრავმირებულია. ინფორმაცია "ქალაქელების" თავკაცმა პეპ გუარდიოლამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა.

"სამწუხაროდ დე ბრუინი დაშავდა. ის მისი თამაშიდან გამომდინარე ჩვენთვის თითქმის შეუცვლელია. კევინი პრემიერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ჩვენ კარგად გვესმის რა დონის ფეხბურთელი გამოგვაკლდა." - განაცხადა პეპმა

ბელგიელი ნახევარმცველი უკანასკნელ ტურში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ დაშავდა. "სიტის" ლიდერს კუნთის დაზიანება აღენიშნება და 4-6 კვირა იუქმებს. დიდი ალბათობით 29 წლის ფეხბურთელი 10 მატჩს გამოტოვებს. გუარდიოლას შეგირდები ამ პერიოდის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედს", "ლივერპულს" და გლადბახს(2-ჯერ) დაუპირისპირდებიან. ეს ის მნიშვნელოვანი შეხვედრებია, რომლებშიც კევინი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინი "მანჩესტერ სიტის" 2015 წელს შეუერთდა. ბელგიელმა "ქალაქელების" მაისური დღემდე 245-ჯერ მოირგო, 60 გოლი გაიტანა და 104 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები