ბიუროკრატიული პრობლემები მოგვარდა: კანკავას მოსალოდნელი დებიუტი
Aa
Aa

ბიუროკრატიული პრობლემები მოგვარდა: კანკავას მოსალოდნელი დებიუტი

ფრანგული ''ვალანსიენის'' ქართველმა ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ ბიუროკრატიული საკითხები მოაგვარა და ლიგა 2-ის 21-ე ტურში ''შატორუსთან'' გასვლით შეხვედრაში სამატჩო განაცხადში ვიხილავთ. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაში შედგება საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის დებიუტი ახალი გუნდის რიგებში.

მიმდინარე კვირაში ''ვალანსიენის'' მთავარი მწვრთნელი ოლივიე გეგანი აცხადებდა, რომ ქართველს ბიუროკრატიული პრობლემები ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღეს სამატჩო განაცხადშია, ეს პრობლემები მოგვარებულია. 

მატჩი ''შატორუსა'' და ''ვალანსიენს'' შორის 23 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩის პარალელურად ლიგა 2-ში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს, ამირან სანაიას ''როდეზი'' სტუმრად ''კაენს'' დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების 34 წლის კაპიტანმა ''ვალანსიენთან'' კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ''რეიმსის'' ექს-მოთამაშე ახალ კლუბში 6-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ინფორმაცია ლიგა 2-ის კლუბმა ოფიციალურად 16 იანვარს დაადასტურა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები