Aa Aa
22 იანვარი 2021  |  00:35

ნაგელსმანი უნდათ, მაგრამ მოცდა მოუწევთ - ჩელსი ახალ მწვრთნელს ეძებს

მიმდინარე სეზონში "ჩელსის" არასახარბიელო შედეგები აქვს. ფრენკ ლამპარდი გუნდის მოტივირებას და კარგი შედეგების ჩვენებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ინგლისში მის შეცვლაზე ალაპარაკდნენ. ბრიტანული გამოცემა Sky Sports იუწყება, რომ რომან აბრამოვიჩი ახალ მწვრთნელს ეძებს.

საქმე ტომას ტუხელს, მასიმილიანო ალეგრის და იულიან ნაგელსმანს ეხებათ. ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ "არისტოკრატების" პრიორიტეტი "ლაიპციგის" თავკაცი ნაგელსმანია. იმასაც ვიგებთ, რომ თუ მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში შევა აბრამოვიჩს მინიმუმ ზაფხულამდე მოცდა მოუწევს.

რედ ბულის კლუბი ბუნდესლიგის სინისთვის იბრძვის და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. ამ ეტაპზე ნაგელსმანის გუნდიდან წასვლა გამორიცხულია, თუმცა ვინ იცის რა იქნება ზაფხულში. ნიშანდობლივია ერთი ფაქტი, "ლაიპციგს" და "ჩელსის" კარგი ურთიერთობა აქვთ.

უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრის დროს გერმანული გუნდიდან ლონდონში ტიმო ვერნერი გადაბარგდა. ტრანსფერის განხორციელებას ხელმძღვანელობამ ხელი არ შეუშალა. თავისმხრივ, 2019 წელს "ჩელსიდან" "ლაიპციგში" ითან ამპადუ გადავიდა იჯარის წესით. ყველაფერს მომავალი ზაფხული გაარკვევს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ლონდონელები პრემიერ ლიგის ცხრილში 29 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან. მეოთხე ადგილს ჯერჯერობით 6 ქულა აშორებთ. ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედს" კი 11 ქულით ჩამორჩებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი

კრისტალბეთის მატარებელი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში