დაბრუნდა და გაიტანა! - დიდიე ლამკელ ზე-ს ისტორია გრძელდება
Aa
Aa

დაბრუნდა და გაიტანა! - დიდიე ლამკელ ზე-ს ისტორია გრძელდება

დიდიე ლამკელ ზე "ანტვერპენის" ფეხბურთელია, რომელიც ცნობილი იმით გახდა, რომ მწვრთნელის უნდობლობის და უთამაშებლობის გამო ვარჯიშზე კონკურენტი გუნდის "ანდერლეხტის" მაისურით მივიდა და კლუბიდან გაშვება მოითხოვა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ კამერუნელი ფეხბურთელი ბაზაზე არ შეუშვეს.

ეს შემთხვევა მიმდინარე წლის 6 იანვარს მოხდა. ბელგიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ანტვერპენი" "სერკლ ბრიუგეს" დაუპირისპირდა. მატჩში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი, სწორედ კამერუნელმა ფეხბურთელმა გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუპოვა.

შეხვედრის შემდეგ "ანტვერპენის" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე ლამკელ ზე-ზე ისაუბრა: "ასე უბრალოდ ჩემგან შანსს არავინ იღებს. დიდიემ ეს დაიმსახურა. მას გუნდთან ჯერ კიდევ აქვს კონტრაქტი. ჩემი, როგორც მწვრთნელის პირველი მოვალეობაა, რომ ფეხბურთელებზე ვიზრუნო. შემეძლო მასზე უბრალოდ უარი მეთქვა, მაგრამ ეს მარტივი გამოსავალია, რომელიც კომფორტს არ მიქმნის. დიდიე "ანტვერპენის" ფეხბურთელია და ის კიდევ ბევრ კარგ თამაშს ჩაატარებს."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები