გასახდელიდან გაიტანა - რუმინელმა ფეხბურთელმა წარმოუდგენელი ჩელენჯი წამოიწყო
Aa
Aa

გასახდელიდან გაიტანა - რუმინელმა ფეხბურთელმა წარმოუდგენელი ჩელენჯი წამოიწყო

კონსტანტინ ბუდესკუ რუმინელი ფეხბურთელია, რომელიც კლუბ "ასტრას" ღირსებას იცავს. 31 წლის ფეხბურთელმა წარმოუდგენელი ჩელენჯი წამოიწყო.

ბუდესკუმ საკუთარ თანაგუნდელს ხელი ჩაჰკიდა, მის წინ დადებულ ბურთს დაარტყა და პირდაპირ სტადიონზე კარის მიმართულებით გააგზავნა. ბურთი კარის ბადეში გაეხვია, რასაც ფეხბურთელების ემოციები და აჟიოტაჟი მოჰყვა.

კონსტანტინ ბუდესკუ "ასტრას" ლეგენდარული მოთამაშეა. კლუბი კი ევროპაში იმით არის ცნობილი, რომ 2015 და 2016 წელს "ვესტ ჰემს" ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი არ მისცა. ორივე შემთხვევაში რუმინულმა კლუბმა ლონდონურ გუნდს აჯობა. 2015 წელს კი თავად ბუდესკუმ გაუტანა "ვესტ ჰემს" ორი გოლი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები