Aa
Aa

"მოგება არ დავიმსახურეთ" - რა თქვა სულშერმა ლივერპულთან მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა "ლივერპულმა" ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ "წითელი ეშმაკების" თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა კომენტარი გააკეთა.

"3 ქულა და გამარჯვება არ დავიმსახურეთ, რადგან საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. პირველ ტაიმში ჩვენს თავს მობილიზება ვერ გავუკეთეთ. მეორე ნახევარში ორი შესანიშნავი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

ვიცით, რომ იმაზე უკეთესად თამაში შეგვიძლია, ვიდრე დღეს ვითამაშეთ. შეგვიძლია უფრო კომპაქტურები ვიყოთ და ბურთი ხშირად გვქონდეს. დღევანდელ მატჩში ძირითადად თავს ვიცავდით და ეს კარგი არ არის. ჩამოთვლილი ორი კომპონენტი აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ.

მინდა გულწრფელი ვიყო. გეტყვით, რომ ახლა ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მოწინააღმდეგეს ბევრი ფეხბურთელი აკლდა და აუცილებლად უნდა მოგვეგო." - განაცხადა სულშერმა

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ პირველ ადგილზე რჩება. რაც შეეხება "ლივერპულს", 34 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები