განახლებული რეიტინგი - ლიპარტელიანი წონის ლიდერია
Aa
Aa
15 იანვარი 2021  |  18:39

განახლებული რეიტინგი - ლიპარტელიანი წონის ლიდერია

დოჰაში დასრულებული მასტერსის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სპორტსმენთა რეიტინგების სია გაანახლა.

აღსანიშნავია,რომ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში 6848 ქულით პირველ ადგილზე მასტერსის გამარჯვებული ვარლამ ლიპარტელიანია,რომელმაც 3 პოზიციით გადმოწია. შერეულ ჩამონათვალში კი ვარლამი მეოთხე პოზიციაზეა.

ასევე თავიან წონებში დაწინაურდნენ ვაჟ მარგველაშვილი და ტატო გრიგალაშვილი.

66 კილოში მარგველაში 5107 ქულით მეორე ასგილზეა და მხოლოდ იტალიელ მანუელ ლომბარდოს ჩამორჩება.

ტატო გრიგალაშვილი კი სამი საფეხურით დაწინაურდა და 81 კილოში 5421 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

დანარჩენი ძიუდოისტების ათეულის რეიტინგი კი ასეთია :

(60 კგ.) ლუხუმ ჩხვიმიანი - 3792 ქულა - 11 ადგილი

(73 კგ.) ლაშა შავდათუაშვილი - ათეულს მიღმა

(90 კგ.) ბექა ღვინიაშვილი -  4851 ქულა - 5 ადგილი; ლაშა ბექაური - 4342 ქულა - 8 ადგილი

(+100 კგ.) გურამ თუშიშივილი - 5763 ქულა - 3 ადგილი 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები