ნადირობა დაიწყო - აგუერო ბარსელონას და პსჟ-ს სურთ
Aa
Aa

ნადირობა დაიწყო - აგუერო ბარსელონას და პსჟ-ს სურთ

სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა ტრანსფერები სულ უფრო აქტუალური ხდება. GOAL იუწყება, რომ კატალონიის "ბარსელონას" და "პარი სენ ჟერმენს" "მანჩესტერ სიტის" ვეტერანი თავდამსხმელი სერხიო აგუერო სურთ.

32 წლის არგენტინელს "ქალაქელებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბი ახალი ხელშეკრულების დადებას არ ჩქარობს. ბოლო პერიოდში კუნს ტრავმები აწუხებს და ფაქტიურად ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგული აქვს.

"ბარსელონას" კი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე პრობლემები აქვს და გაძლიერება ნამდვილად სჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ აგუერო და "ბლაუგრანას" ლიდერს ლეო მესის შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

რაც შეეხება პსჟ-ს, პოჩეტინოს გუნდს ფორვარდის პოზიციაზე მოიზ კინი და მაურო იკარდი ჰყავს. აგუეროსნაირი გამოცდილი კადრის დამატება კი პარიზულ გრანდს შეტევაში დამატებით შესაძლებლობებს მისცემს.

შეგახსენებთ, რომ სერხიო "მანჩესტერ სიტის" 2011 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში არგენტინელმა "ქალაქელთა" მაისური 379-ჯერ მოირგო და 256 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები