ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ IFFHS-მა გარკვეულ სტატისტიკებზე დაყრდნობით ბოლო ათწლეულის საუკეთესო 20 მწვრთნელი დაასახელა.
ვიგებთ, რომ IFFHS-მა უპირატესობა ეროვნულ ჩემპიონატში დაფიქსირებულ შედეგებს მიანიჭა. მაგალითად, პირველ ადგილზე გასული გუნდის მწვრთენლი 20 ქულას იღებს, მეორე - 19, მესამე - 18. მათი თქმით ეს ყველაზე სამართლიანი შეფასებაა.
IFFHS-ის ვერსიით და მოცემული შეფასების კრიტერიუმის მიხედვით პირველი ადგილი "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ 152 ქულით დაიკავა. არგენტინელს პეპ გუარდიოლა 144 ქულით მოსდევს, ხოლო მესამეზე კი იურგენ კლოპი მოგვევლინა 105 ქულით. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სპეციალისტებმა სიმეონეზე მეტ წარმატებას მიაღწიეს, ქულების მიხედვით გამარჯვებული "ჩოლო" გამოვიდა.
ტოპ 20 კი ასე გამოიყურება.