Aa
Aa

Covid-19 - სარაგბო ჩემპიონთა თასი და ჩელენჯ ქაფი დროებით შეაჩერეს

ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ ევროტურნირების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ჩემპიონთა თასი და ჩელენჯ ქაფი ამიერიდან დროებით შეჩერებულია.

აღნიშნულის მიზეზი საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილება გახდა. ფრანგებს ბრიტანელთა წინააღმდეგ თამაში არ სურთ, რადგან „ნისლიან ალბიონზე“ კორონავირუსის ახალი შტამი ფართოდაა გავრცელებული.

პროფესიული საკლუბო რაგბის განცხადებაში იმედს გამოთქვამენ, რომ ევროტურნირები მალე განახლდება, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებენ.

ისე კი, როგორც ჩემპიონთა თასზე, ასევე ჩელენჯ ქაფზე ჯგუფური ეტაპის 2-2 ტურის მატჩებია ჩასატარებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები