დოჰას მასტერსი - გრიგალაშვილი ფინალში გავიდა
Aa
Aa

დოჰას მასტერსი - გრიგალაშვილი ფინალში გავიდა

დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე 81 კილოში ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდა,სადაც ნედერლანდერ ფრან დე ვიტს დაუპირისპირდება.

ტატომ ფინალამდე 4 შეხვედრა გამართა და ყველაში დამაჯერებლად იმარჯვა.

დოჰას ტატამზე გრიგალაშვილმა უნგრელი ატილა ინგვარი, იტალიელი ანტონიო ესპოზიტო, რუსი ალან ხუბეცოვი და კორეელი სუნხო ლი დაამრცხა.

გრიგალაშვილი VS ხუბეცოვი

დღესვე მასტერზე ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ იაპარეზეს. ქართელი ძიუდოისტები სამწუხაროდ დამარცხდნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.

დოჰას მასტერსის ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები