შერმადინის კარგი თამაში - გიორგი ჩემპიონთა ლიგაზე MVP გახდა!!
Aa
Aa

შერმადინის კარგი თამაში - გიორგი ჩემპიონთა ლიგაზე MVP გახდა!!

კალათბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ტენერიფემ" "სასსარის" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 115:85 დაამარცხა. იტალიურმა გუნდმა ესპანელებს ვერაფერი დაუპირისპირა. შეხვედრაში გამორჩეული ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი გახლდათ, რომელმაც პარკეტზე 19 წუთი და 51 წამი დაჰყო.

ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ 19 ქულა, 2 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 9-დან რვა 2-ქულიანი ჩააგდო და 3 საჯარიმოდან სამივე ზუსტად ისროლა. შეხვედრის შემდეგი ქართველი მატჩის MVP გახდა. მისი მარგი ქმედების კოეპიციენტი კი 26 იყო.


ხსენებული დაპირისპირება "ტენერიფესთვის" სარეკორდო აღმოჩნდა. ვიდორეტას გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების საკუთარი რეკორდი მოხსნა. 115 ქულა აქამდე "ტენერიფეს" არასდროს ჩაუგდია.

შეგახსენებთ, რომ "ტენერიფეს" პლეი ოფის საგზური განაღდებული აქვს. შერმადინის გუნდმა 5 მატჩიდან 4 მოიგო და 9 ქულას მოუყარა თავი. ბოლო ტურში ესპანელები "ბაკენ ბირსს" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 20 იანვარს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები