ჩისკო:
Aa
Aa

ჩისკო: "გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს, ცხოველივით ვიბრძოლებ"

ცნობილია, რომ თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ახლა ცნობილ ინგლისურ კლუბს "უოტფორდს" წვრთნის. ესპანელი სპეციალისტის დანიშნვნას კლუბის გულშემატკივრები დადებითად არ შეხვდნენ და ჩისკო გააკრიტიკეს.

ამასთან დაკავშირებით "უოტფორდის" ახალმა მწვრთნელმა გუნდის ოფიციალურ ვებ-საიტთან ისაუბრა: "მე მინდა ცხოველივით ვიბრძოლო და გუნდს მაქსიმუმი მივაღწევინო. კლუბის მადლიერი ვარ. მადლობას ვუხდი მათ ჩემი ნდობისთვის და შექმნილი სიტუაციისთვის. 100 პროცენტით დავიხარჯები. ზუსტად ვიცი რა გვჭირდება და რა სიტუაციაა გუნდში.

საჭიროა, რომ ბევრი ვიშრომოთ. ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც უნდა ვენდოთ და მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ. მე ვიცი როგორია იყო გულშემატკივარი, ფეხბურთელი და შემდეგ მწვრთნელი. ყველა სიტუაციას კარგად ვიცნობ და ყველაფრისთვის მზად ვარ.

გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი გამოცდილებაა იყო გამარჯვებული! მთელი ცხოვრება გამარჯვებული ვიყავი და რაც შემეძლო ყველაფერი მოვიგე. არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს ხალხი ჩემი გამოცდილების შესახებ. ზოგჯერ გამოცდილება გამარჯვებას ნიშნავს. არიან მწვრთნელები, რომლებსაც ხანგრძლივი კარიერა ჰქონდათ, მაგრამ ვერაფერი მოიგეს.

როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, ჩემი როლი მწვრთნელისას ჰგავდა. ფეხბურთელობის დროს ყველაფერს ვიმახსოვრებდი და რვეულში ვიწერდი. ყოველთვის მსურდა, რომ მწვრთნელი ვყოფილიყავი და ვფიქრობ ამისთვის საკმარისი გამოცდილება დავაგროვე." - განაცხადა ჩისკომ

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სეზონის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა თბილისის ''დინამომ'' ჩისკოს მთავარი მწვრთნელობით ჩაატარა და სეზონი ჩემპიონობით დაასრულა. 2020 წლის დასაწყისში ''დინამოს'' მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაინიშნა, რომელმაც პოსტი ჩემპიონთა ლიგაზე ალბანურ კლუბთან მარცხის შემდეგ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები