Aa
Aa

„ორივე დამნებდა" - ხაბიბი ამბობს, რომ კონორთან ან დასტინთან ჩხუბი არ აინტერესებს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორის ან დასტინ პორიეს წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლის სურვილი არ აქვს.

„რატომ უნდა გავმართო ბრძოლა კონორთან ან დასტინთან? ორივე მათგანს ვეჩხუბე და ორივე გავგუდე. რატომ უნდა დავთანხმდე მათ წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლას? სპორტული გადმოსახედიდან ჩემთვის ეს საინტერესო სულაც არაა. წარსულში ორივესთან ვიჩხუბე და ორივე დამნებდა.

მათი მსგავსი მეტოქეების წინააღმდეგ ბრძოლის გამართვა არ მაინტერესებს. UFC-მ 100 მილიონი დოლარი რომ შემომთავაზოს, გადაწყვეტილების მიღება სერიოზული პრობლემა იქნება, მაგრამ სპორტული გადმოსახედიდან კონორთან ან დასტინთან ჩხუბი ჩემთვის საინტერესო არაა“.

ცნობისთვის, ხაბიბმა დაადასტურა, რომ UFC-ის პრეზიდენტთან, დეინა უაითთან შეხვედრას აპირებს. უცხოური გამოცემები კი იუწყებიან, რომ უაითი ნურმაგომედოვის ოქტაგონზე დაბრუნებაზე დაყოლიებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები