Aa
Aa

"ორ საათს ამიტომ ატარებდა" - რონალდომ ახსნა თუ რატომ ეკეთა დიეგოს ორი საათი

მადრიდის "რეალის" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდომ დიეგო მარადონაზე ისაუბრა და საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"ყველასთვის ცნობილი იყო, რომ დიეგოს მუდამ ორი საათი ეკეთა. არავინ იცოდა რატომ ხდებოდა ასე. ერთ დღეს, როდესაც მარადონა მადრიდში "რეალის" თამაშის საყურებლად ჩამოვიდა შევხვდი და ერთად ვივახშმეთ.

ვახშმის დროს ძალიან მინდოდა გამეგო საათების ამბის შესახებ და ვკითხე. მიზეზი მარტივი აღმოჩნდა. ორივე საათი მას ქალიშვილმა აჩუქა და მის საპატივცემულოდ არასდროს იხსნიდა.

ვახშმის დასრულების შემდეგ მარადონამ ერთი საათი მოიხსნა და მაჩუქა. გამორთმევა ძალიან მეუხერხულა და წინააღმდეგობაც გავუწიე, მაგრამ ის გაბრაზდა და სხვა არჩევანი აღარ მქონდა.

ამ საათს მთელი ცხოვრება შევინახავ და მოვუვლი, ნიშნად მარადონას მეგობრობისა და დიდსულოვნების." - განაცხადა რონალდომ

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები