ცვლილება ძიუდოს ნაკრებში - ლაშა გუჯეჯიანის ახალი გამოწვევა
Aa
Aa

ცვლილება ძიუდოს ნაკრებში - ლაშა გუჯეჯიანის ახალი გამოწვევა

ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს ლაშა გუჯეჯიანი გაწვრთნის. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :

"ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, მიუხედავად პანდემიისა, სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით ერთერთმა პირველმა შეძლო და ორგანიზება გაუკეთა რამოდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას. შეცვლილი და ჯერჯერობით არასრული ფორმით, მაგრამ მაინც განახლდა და საორიენტაციოდ ცნობილია მომავალი წლის ძიუდოს შეჯიბრებათა კალენდარი, რომელიც საკმაოდ დატვირთული იქნება (ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, ოლიმპიური თამაშები). ბუნებრივია ჩვენც ვალდებულნი ვართ ახალ რეალობას ავუწყოთ ფეხი და ამ გამოწვევას შევხვდეთ მეტი შემართებითა და ერთიანობით, შესაბამისად გარკვეული ცვლილებებით, როგორც ეროვნული, ასევე ასაკობრივი ნაკრები გუნდების დონეზე. პირველ რიგში გვინდა გამცნოთ, რომ დღეიდან 2020 წლის 1 დეკემბრიდან ეროვნულ ნაკრებ გუნდს სათავეში ჩაუდგება ლაშა გუჯეჯიანი, რომელიც აქამდე იკავებდა ახალგაზრდული და პროექტ ,,გამოწვევა 2020"-ის მთავარი მწვრთნელის პოსტს. აქვე გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ნოდარ მეტრეველს, რომელმაც ფედერაციისთვის ერთერთ ყველაზე რთულ პერიოდში, შეთანხმების საფუძველზე ჩაიბარა რა ეროვნული ნაკრები გუნდი, შეასრულა მნიშვნელოვანი და გარდამავალი როლი მდგომარეობის ჩვეულ კალაპოტში ჩასაყენებლად. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ასევე მოგახსენებთ, რომ მომზადებულია გარკვეული ცვლილებათა პაკეტი სისტემური მართვის კუთხით, რომელსაც უახლოეს პერიოდში გავაცნობთ საზოგადოებას."

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, მიუხედავად პანდემიისა, სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით ერთერთმა პირველმა შეძლო და...

Posted by Georgian Judo Federation - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია on Tuesday, December 1, 2020

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები