Aa Aa
29 ნოემბერი 2020  |  21:49

"მას გოლების გატანა მოენატრა და დამშეულია" - სულშერი კავანიზე

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "საუთჰემპტონს" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ედისონ კავანიმ გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ურუგვაელმა დუბლი შეასრულა და 3 ქულის მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ "წითელი ეშაკების" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა BBC SPORT-თან ედისონ კავანის შესახებ ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"კავანიმ მატჩზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ის არის თავდამსხმელი, რომელსაც მუდამ საჯარიმოში სურს ყოფნა. ის სულ მოძრაობს და ცდილობს მომენტი შექმნას. ედისონის თამაშით კმაყოფილი ვარ.

სავარჯიშო მოედანზე, გასახდელში, სასადილოში და აბსოლუტურად ყველგან ის იდეალურად იქცევა. მან ზუსტად იცის რამდენი უნდა ჭამოს, რომ ფორმა არ დაკარგოს.

ახლა ურუგვაელს კარგი პერიოდი უდგას. კავანის გოლების გატანა მოენატრა და ძალიან დამშეულია. ასეთი მდგომარეობა კი თავდამსხმელისთვის ყველაზე მთავარია." - განაცხადა სულშერმა

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "მანჩესტერ იუანიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში 16 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. მომავალ მატჩს "წითელი ეშმაკები" 5 დეკემბერს სტუმრად "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართავენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში