Aa Aa
28 ნოემბერი 2020  |  15:54

მესისთვის სიტისთან ერთად ჩელსიც იბრძოლებს

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგე, რომელიც Sky Sports-ის წარმომადგენელი გახლავთ ამბობს, რომ სეზონის ბოლოს ლეო მესისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ სიტის“ ლონდონის „ჩელსიც“ შეეცილება.

სეზონის ბოლოს მესი თავისუფალი აგენტი ხდება და ნებისმიერ კლუბს მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება, რაც ლეოს მსურველთა რიცხვს ერთიორად ზრდის.

ამ მომენტისთვის უცნობია, თუ რას გადაწყვეტს არგენტინელი. „ლა პულგა“ კლუბის ახალ პრეზიდენტს ელოდება, რომელსაც იანვარში აირჩევენ. სავარაუდოდ, მესის მომავალი სწორედ ამ დროს გადაწყდება.

როგორც ცნობილია „მანჩესტერ სიტი“ ლეოს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ერთადერთი, რაც „ქალაქელებისგან“ ოფიციალური სახით გაჟღერდა, ეს პეპ გვარდიოლას კომენტარი იყო, რომელმაც განაცხდა, რომ მისი სურვილია მესიმ კარიერა „ბლაუგრანაში“ დაასრულოს.

გილემ ბალაგე საკმაოდ ავტორიტეტული ჟურნალისტია, რომელიც პრემიერლიგაში და ლა ლიგაში სატრასნფერო სიახლეებს ყოველთვის აქტიურად განიხილავს და ბევრი ექსკლუზიური ინფორმაციაც აქვს ხოლმე.

ესპანური გამოცემები მესის მომავლის შესახებ უამრავ ინფორმაციას ავრცელებენ. უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ეს მისთვის ბოლო „ბარსელონური“ სეზონია. ყველაფერი უახლოეს 2-3 თვეში გაირკვევა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში