Aa
Aa

"ლესტერი" ნდიდის 16 მილიონ ევროდ გაიფორმებს?

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი "ლესტერი", ბელგიურ "გენკთან" მისი საყრდენის, უილფრიდ ნდიდის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს.

როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც "მელიებმა" 14 მილიონიან შეთავაზებაზე უარი მიიღეს, მათ სატრანსფერო თანხა 16 მილიონამდე გაზარდეს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, კლაუდიო რანიერის 19 წლის ნიგერიელის თამაში ძალიან მოსწონს და მასში სამომავლოდ ერთობ კვალიფიციურ და ძლიერ საყრდენს ხედავს. 

ნდიდი, რომელიც სწორედ "გენკის" აღზრდილია, უკვე ამ ასაკში ნიგერიის ეროვნული ნაკრების წევრია.

დავამატოთ ისიც, რომ მას გარდა საყრდენისა, თამაში ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია. 

 

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები