“19 წლის ასაკში ქართველს უდიდესი გავლენა აქვს“, - ხვიჩას მორიგი აღიარება
Aa
Aa

“19 წლის ასაკში ქართველს უდიდესი გავლენა აქვს“, - ხვიჩას მორიგი აღიარება

რუსულმა გამოცემა euro-football-მა რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრის შედეგები შაჯამა და საუკეთესო ნახევარმცველები დაასახელა, რომელთა შორის ყაზანის „რუბინის“ ქართველი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაც იმყოფება.

„კვარა“ ლიდერთა სამეულში იმყოფება. აი რას წერს გამოცემა მის შესახებ:

„ადვილი არ იყო საუკეთესო ნახევარმცველთა შორის მესამეადგილოსნის დასახელება. არჩევანი ხვიჩა კვარაცხელიას სასარგებლოდ შევაჩერეთ. ეს მოულოდნელობა იყო? შესაძლოა. 19 წლის ქართველს უდიდესი გავლენა აქვს ლეონიდ სლუცკის გუნდის თამაშზე, რომელიც სატურნირო ცხრილის შუაშია დამკვიდრებული.

შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო 6 თვეში კვარაცხელიას ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 2.3-დან 7.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა“.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ნახევარმცველთა შორის დარტყმების რაოდენობით საუკეთესო 8 მოთამაშეს შორის იმყოფება - 29 დარტყმა. ეგრეთწოდებული „ქეი პასები“ - „კვარას“ ანგარიშზე 23-ია. რაც შეეხება დრიბლინგებს, ამ მხრივ ქართველს კონკურენტი არ ჰყავს - ხვიჩამ 56 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, მისმა უახლოესმა მდევრებმა ბერნარ ბერიშამ და ნიკოლა ვლაჩიჩმა მხოლოდ 28.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ერთბაშად რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება, მათ შორის ყველაზე მეტად „დორტმუნდისა“ და „ტორინოს“ სახელები გვხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები