Aa Aa
27 ნოემბერი 2020  |  18:05

შენგელია ფინეთშია - თოკო ეროვნულ ნაკრებს შეურთდა

მოსკოვის „ცსკა“-ს და ეროვნული ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია ფინეთსი ჩაფრინდა და ზუროსის შეგირდებს შეურთდა.

ჩვენმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ესპოოს Metro არენაზე მორიგი ვარჯიში გამართა. დილის ვარჯიში ხანმოკლე იყო და მხოლოდ 45 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა გუნდი კომბინაციების გათამაშებაში ავარჯიშეს. 

საქართველოს ნაკრებმა 12 კალათბურთელით ივარჯიშა. თორნიკე შენგელია დილის ვარჯიშზე არ იმყოფებოდა. თოკო საღამოს ვარჯიშზე, რომელიც 6 საათზე დაიწყება, გუნდთან ერთად იქნება, თუმცა მთავარი მწვრთნელი მის დატვირთვას მოერიდება. შენგელიამ გუშინ ევროლიგაში “რეალის” წინაათმდეგ ითამაშა და არმიელების რიგებში 15 ქულა გააკეთა.

საქართველოსა და ფინეთის მატჩი ხვალ თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში