Aa
Aa

"რეალი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის" - ზიდანის მატჩისშემდგომი კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის მეოთძხე ტურში მადრიდის "რეალი" "ინტერს" ესტუმრა და 0:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "სამეფო კლუბმა" ჯგუფიდან გასვლის შანსები ბევრად გაიუმჯობესა. შეხვედრის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე დეტალზე ისაუბრა.

"ამ მატჩის მნიშვნელობა კარგად გვქონდა გააზრებული . ჩვენთვის ეს ფინალის ტოლფასის შეხვედრა იყო. ჩემმა გუნდმა ერთიანობა და უდიდესი სულისკვეთება გამოავლინა. დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ.

არ ვიცი ეს ჩვენი საუკეთესო გამოსლვა იყო თუ არა, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. გუშინ თქვენ მკითხეთ, რამდენად შეეძლო "რეალს" რამოსის გარეშე გამარჯვება. ყველამ დაინახა, რომ ჩემი გუნდი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის. სერხიო და ბენზემა გუნდის თამაშით აღფრთოვანებულები არიან.

მარადონას გარდაცვალების შესახებ გუშინ საღამოს შევიტყვე. მსოფლიომ ლეგენდა დაკარგა. როდესაც მე ის პირველად ვნახე 14 წლის ვიყავი. ყველა ბავშვს სურდა მასთან ლაპარაკი და მე ამის შესაძლებლობა მომეცა. დიეგოს ვუთხარი, რომ საოცარი ფეხბურთელი იყო და ეს მომენტი დღემდე კარგად მახსოვს. იმედი მაქვს მარადონას სულმა სიმშვიდე იპოვა." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მადრიდის "რეალი" 7 ქულით მეორე ადგილზეა. პირველზე კი გერმანული "გლადბახი" 8 ქულით. რაც შეეხება "ინტერს", 4 ტურის შემდეგ, 2 მოპოვებული ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები