ნიკო შერაზადიშვილი:
Aa
Aa

ნიკო შერაზადიშვილი: "დავეცი, მაგრამ უფრო ძლიერი წამოვდგები"

პრაღაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოსტი, ნიკოლოზ შერაზადიშვილი უმედლოდ დარჩა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედფინალში რუს მიხაილ იგოლნიკოვთან დამარცხდა, ხოლო რეპეშაჟის ფინალში ბექა ღვინიაშვილთან წააგო. მარცხების შემდეგ ნიკოლოზმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

მაქსიმუმი გავაკეთე, მაგრამ ვხდები, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მე დავეცი, მაგრამ, არა უშავს. შეიძლება ცოტა ხანს ამ მდგომარეობაშიც ვიყო, მაგრამ როდესაც წამოვდგები, უფრო ძლიერი ვიქნები, ვიდრე ახლა ვარ. უფრო გამოცდილი დავბრუნდები. მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები ჩემი ოჯახის, მწვრთნელის, მეგობრების, გულშემატკივრებისა და სპონსორების", - წერს ნიკოლოზი.

View this post on Instagram

A post shared by Nikoshera (@nikoshera)

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები