მაიკონი სერია დ-ში? - ბრაზილიელს იტალიაში ეპატიჟებიან
Aa
Aa

მაიკონი სერია დ-ში? - ბრაზილიელს იტალიაში ეპატიჟებიან

39 წლის ვეტერანი მარჯვენა მცველი მაიკონი ახლა ბრაზილიური კლუბის "კრისიუმას" ღირსებას იცავს. სპორტული გამოცემა GOAL ავრცელებს ინფორმაციას, რომ მაიკონს სერია დ-ს გუნდი "სონა" ეპატიჟება.

ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ კლუბის პრეზიდენტმა ბრაზილიელის გადასვლასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადა, ჯერი ახლა თავად მაიკონზეა. ჯერჯერობით ოფიციალური შეთანხმება არ არსებობს.

ვეტერანმა მცველმა სახელი "ინტერის" შემადგენლობაში გაითქვა, სადაც ჟოზე მოურინიოსთან ერთად 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ის ასევე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრაზილიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელიც იყო.

"ნერაძურიდან" წასვლის შემდეგ 39 წლის ფეხბურთელმა ადგილი ვერსად დაიმკვიდრა. "ინტერის" შემდეგ იყო "მანჩესტერ სიტი" და "რომა", მაგრამ "ქალაქელებში" 1 სეზონის განმავლობაში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა. "რომაში" კი 3 წელიწადში 71. 

რაც შეეხება "სონას", კლუბი სერია დ-ს ბ დივიზიონში გამოდის. 5 ტურის შემდეგ მათ 4 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები