Aa
Aa

"ბევრად ძლიერები ვართ" - მოურინიოს მატჩისწინა პრესკონფერენცია

მიმდინარე უიქენდზე პრემიერ ლიგაში "ტოტენჰემი" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს. ერთმანეთს ორი ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელი შეხვდება. ჟოზე მოურინიოს და პეპ გუარდიოლას არაერთხელ უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ. მატჩის წინ პორტუგალიელმა თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა.

""სიტი" არის გუნდი, რომელსაც ყველაფრის მოგება სურს. ამის გაკეთება ყოველ მატჩში, ყოველ წელს და ყოველი წლის შემდეგ უნდათ. საოცარი მწვრთნელი, საოცარი ფეხბურთელები, წარმოუდგენელი ინვესტიცია. მათი მიზნები არასდროს იცვლება. გუარდიოლას გუნდი უმაღლეს საფეხურზე დგას.

მარტივია, ჩვენ კარგად უნდა ვითამაშოთ. კარგად თამაში ნიშნავს იმას, რომ ჩემი ფეხბურთელები აბსოლუტურად ყველა სიტუაციაში იდეალურები უნდა იყონ. "სიტი" ისეთ მეტოქეა, რომ თუ ამას 90 წუთის განმავლობაში არ გააკეთებ, აუცილებლად დაგამარცხებს. საბედნიეროდ ჩვენ შეგვიძლია მთელი თამაშის მანძილზე იდეალურები ვიყოთ.

გასულ სეზონში, ამ დროისთვის პეპმა იცოდა, რომ ჩემპიონი ვერ გახდებოდა. ახლა კი სხვა სიტუაციაა და ისინი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მანჩესტერელები ახლა მე-10 ადგილზე იმყოფებიან და მათთვის ეს ყოვლად მიუღებელია. 

წინა სეზონის მატჩებში "ტოტენჰემი" "სიტისთან" ძირითადად თავს იცავდა, მაგრამ ახლა ჩვენ თავდაჯერებულნი და ბევრად ძლიერები ვართ." - განაცხადა მოურინიომ

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგაში 17 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. მატჩი 21 ნოემბერს თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები