''რაც აქამდე ვაშენეთ, უცებ დაინგრა ! ძალიან მძიმე დღეები გვქონდა'' - ლორია მაკედონიასთან მარცხზე
Aa
Aa

''რაც აქამდე ვაშენეთ, უცებ დაინგრა ! ძალიან მძიმე დღეები გვქონდა'' - ლორია მაკედონიასთან მარცხზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მაკედონიასთან მარცხს გამოეხმაურა. საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ძალიან რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ეს შანსი მაკედონიის გუნდმა გამოიყენა.

ლორიამ instagram-ში დაწერა: ''წავაგეთ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში! ძალიან ძნელია, თამაშის შემდეგ ჩვენში სიცარიელე იყო, ძალიან მძიმე დღეები მქონდა პირადად მე და ჩემს გუნდელებს, ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ავიხდინეთ ჩვენი და გულშემატკივრის ოცნება!

რაც აქამდე ვაშენეთ, უცებ დაინგრა! საფეხბურთო ცხოვრებამ მძიმედ დაგვარტყა, მაგრამ მთავარია ამ დარტყმას როგორ ავიტანთ და წამოვდგებით ფეხზე! მე მჯერა ჩემი გუნდის!''

შეგახსენებთ, სომხეთთან მარცხის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის 5-წლიანი პერიოდი დაასრულა. სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატთან ახლოს იყო, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში ''დინამო არენაზე'' მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

ფოტო: gettyimages

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები