იკერ კასილიასი
Aa
Aa

იკერ კასილიასი "შაპეკოენსეს" ტრაგედიას გამოეხმაურა

ლეგენდარული ესპანელი მეკარე, იკერ კასილიასი, დღეს გამთენიისას მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

"მწუხარებას გამოვთქვამ და სოლიდარობას ვუცხადებ "შაპეკოენსეს" ყველა გულშემატკივარსა და ადამიანს, ვისაც ამ კლუბთან თუნდაც მცირედი აკავშირებს. ახლა ისინი ძლიერები უნდა იყვნენ. ეს საფეხბურთო სამყაროს ტრაგედიაა". - დაწერა "ტვიტერზე" კასილიასმა. 

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "შაპეკოენსე" კოლუმბიაში "კოპა სუდამერიკანას" ფინალური მატჩისთვის მიემგზავრებოდა, როცა უამინდობის გამო ავიაკატასტროფა მოხდა, რამაც ბორტზე მყოფი 81 ადამიანიდან, 76-ის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 20 აღნიშნული კლუბის ფეხბურთელი იყო, ხოლო 21 სპორტული ჟურნალისტი. 

თუმცა რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცოცხალია "შაპეკოენსეს" მცველი ნეტო, რომელიც ამ დრომდე დაღუპული ეგონათ.

ტრაგედიას მხოლოდ 6 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, რომელთაგანაც 3 ხსენებული საფეხბურთო კლუბის მოთამაშე გახლდათ, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, მეკარე დანილო, რამდენიმე საათის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები