Aa Aa
17 ნოემბერი 2020  |  01:37

ხმაურიანი გაცვლა - კრის პოლი ფინიქსში ითამაშებს

ESPN-ის ინსაიდერ ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, კრის პოლი მომდევნო სეზონიდან „ფინიქს სანსის“ რიგებში იასპარეზებს.

როგორც ცნობილი ხდება, ფინიქსელებმა პოლის სანაცვლოდ რიკი რუბიო, კელი უბრე, ტაი ჯერომი, ჯეილენ ლეკიუ და 2022 წლის დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანი დათმეს.

35 წლის პოლი „ფინიქსში“ დევინ ბუკერთან ერთად ითამაშებს და გუნდს ასეთი უმაღლესი კლასისა და მეტოქეთათვის სუპერსახიფათო დუეტი ეყოლება.

კრის პოლს კარიერის განმავლობაში „ნიუ ორლეანის“, „კლიპერსის“, „ჰიუსტონისა“ და „ოკლაჰომას“ მაისურით უთამაშია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში