ვაისი: ''კანკავა ფანტასტიკური მოთამაშეა, მას შეუძლია კიდევ 10 წელი ითამაშოს''
Aa
Aa

ვაისი: ''კანკავა ფანტასტიკური მოთამაშეა, მას შეუძლია კიდევ 10 წელი ითამაშოს''

მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი საშინაო მატჩი დათმო, მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ქართველი ფეხბურთელების მენტალურ პრობლემებზე ღიად ისაუბრა. მან განსაკუთრებით შეტევითი სტილის ფეხბურთელები გააკრიტიკა და დადებით კონტექსტში მხოლოდ ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას შესახებ ისაუბრა.

ვლადიმირ ვაისი: ''ჯაბა კანკავა ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ის თავის მოვალეობას ასრულებს, ის ვერ ირბენს ფლანგზე ან ვერ გაიტანს გოლს ფორვარდის ნაცვლად. მას თავისი ფუნქციები აქვს.

34 წლის კანკავა ისეთ ფიზიკური კონდიციაშია, ფეხბურთის თამაში კიდევ 10 წელი შეუძლია. ის ბრწყინვალე პიროვნებაა. ჯაბა კანკავა უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ეროვნული გუნდისთვის კიდევ 3 ან 4 წელი ითამაშებს''.

შეგახსენებთ, უეფას ერთა ლიგის C ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები ''დინამო არენაზე'' სომხეთთან 1:2 დამარცხდა. 

5 ტურის შემდეგ მაკედონია 9 ქულით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს სომხეთის ნაკრები 8 ქულით იკავებს, ხოლო საქართველომ 5 მატჩში მხოლოდ 6 ქულა დააგროვა. ესტონეთი 2 ქულით ჯგუფის აუტსაიდერია. დასკვნით მე-6 ტურში საქართველო ''დინამო არენაზე'' ესტონეთის გუნდს უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა 18 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები