ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„განსხვავებულ თამაშს ველი, ბულგარეთი პირველი ქულების აღებას ეცდება“ - ოთარ კიტეიშვილი

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასკვნითი ტურის შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები სოფიაში, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩვენი გუნდის ნახეცარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა კიტეიშვილმა:

„ბულგარეთის წინააღმდეგ, პირველ მატჩში არ მითამაშია. მეტოქე კომპაქტური გუნდია, განსაკუთრებით დაცვაში, რამაც პირველ მატჩში ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. გოლის გატანა და შანსების შექმნა გაგვიჭირდა. ბულგარელებმა პირველ ათ წუთში კარგი შეტევები განახორციელეს, მაგრამ შემდეგ მათი გატეხვა მოვახერხეთ. ხვალ განსხვავებულ მატჩს ველი, რადგან ბულგარელები ამ შესარჩევ ციკლში პირველი ქულების მოპოვებას ეცდებიან და უფრო გახსნილ ფეხბურთს ითამაშებენ. გამარჯვებით კი ის გაიმარჯვებს, ვინც ამას ყველაზე მეტად მოისურვებს.“

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაბის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, ბულგარეთი კი 0 ქულით ბოლო, მე-4 პოზიციაზეა. ნაკრებების დაპირისპირება 18 ნოემბერს, საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორივე გუნდი გამარჯვებას ეცდება. გვინდა შესარჩევი პოზიტივით დავასრულოთ“ - სანიოლი
„ორივე გუნდი გამარჯვებას ეცდება. გვინდა შესარჩევი პოზიტივით დავასრულოთ“ - სანიოლი