თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 4 ქულა - ბარსელონამ ჟირონა დაამარცხა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურში გამართული კატალონიური დერბი „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა. ხავი პასკუალის შეგირდებმა საკუთარ დარბაზში „ჟირონა“ დაძაბულ ბრძოლაში, 5-ქულიანი სხვაობით, 97:92 დაამარცხეს. პარასკევს ევროლიგაში გამართული თამაშისგან განსხვავებით, სამწუხაროდ ამჯერად ნაკლებად შედეგიანი იყო თორნიკე შენგელია და საერთოდაც უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ევროტურნირზე გაცილებით კარგად გამოიყურება, ვიდრე ლიგა ენდესაში.

პარკეტზე გატარებული 28 წუთის განმავლობაში შენგელიამ 4 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა. თოკომ ორიდან ერთი ორქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო გამოიყენა. პერიმეტრიდან მისი ორივე ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა და ექვსივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა. შენგელიამ ბურთი სამჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

19 მოგებითა და 13 წაგებით „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კატალონიელები 12 თებერვალს, ევროლიგაში საკუთარ დარბაზში „პარიზთან“ ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაღლილობა და სერბეთის მაგივრად ფინეთის გასვლამ აგვაღელვა“ - ჯინჭარაძის ანალიზი ევრობასკეტზე
„დაღლილობა და სერბეთის მაგივრად ფინეთის გასვლამ აგვაღელვა“ - ჯინჭარაძის ანალიზი ევრობასკეტზე