პსჟ ხულიან ალვარესით ინტერესდება
პარი სენ-ჟერმენი მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის შესაძლო ტრანსფერზე ფიქრობს.
პარიზელთა მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს მოსწონს 25 წლის არგენტინელის თამაში და პსჟ-ის თავდასხმის გასაძლიერებლად, მას იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს.
როგორც ჟურნალისტი, საშა ტავოლიერი იუწყება, პარიზული კლუბი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ტრანსფერის შესაძლებლობას სწავლობს, ხოლო თავად ალვარესი მოხარული იქნება ენრიკეს ხელმძღვანელობით ითამაშოს.
ხულიანის მიმართ ინტერესს ასევე იჩენენ „ბარსელონა“ და ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი, მაგრამ მას ინგლისში დაბრუნება არ სურს. ალვარესი მზად არის, პსჟ-ში გადავიდეს, თუ კლუბები შეთანხმდებიან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ატლეტიკო“ მზად არის, ფორვარდი 120 მილიონი ევროს სანაცვლოს დათმოს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 100 მილიონს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ესპანური გუნდის ღირსებას 2024 წლის აგვისტოდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩში 9 გოლი გაიატანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.