ლუის სუარესი
Aa
Aa

„დედა საპირფარეშოებს ალაგებდა, მე მანქანებს ვრეცხავდი“ - სუარესის მძიმე ბავშვობა

ბევრი საფეხბურთო ვარსკვლავია, რომელმაც ბავშვობაში დიდი გაჭირვება გამოიარა და საიმისოდ, რომ დიდების მწვერვალამდე მიეღწია კოლოსალური შრომა დასჭირდა. მათ კატეგორიას მიეკუთვნება „ინტერ მაიამის“ ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ დეკემბერში საფეხბურთო კარიერას ასრულებს. ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კი, „ელ პისტოლერომ“ ბავშვობის წლები გაიხსენა და საკმაოდ მძიმე ამბები მოყვა.

ლუის სუარესი

უმძიმესი ბავშვობა გამოვიარე - ექვსი და-ძმა ვიყავით და თითოეულის გამოკვება პრობლემას წარმოადგენდა. მშობლები სამწუხაროდ განქორწინდნენ და მხოლოდ დედა მუშაობდა, რომელიც სავაჭრო ცენტრებში საპირფარეშოებს ალაგებდა. როდესაც 10 წლის გავხდი, მუშაობის დაწყება მომიწია, რადგან ტანსაცმლის საყიდელი ფული არ გაგვაჩნდა. დედა თუ საპირფარეშოებს ალაგებდა, მე მანქანებს ვრეცხავდი, რომ საჭმლის ფული მეშოვა.

მაშინ მახსოვს ხალხი ტელეფონის ბარათებს გამოყენების შემდეგ ქუჩაში ყრიდა და ვიცნობდი ადამიანს, რომელიც ამ ბარათების კოლექციონერი იყო. სამრეცხაოსთან დაყრილ ბარათებს ვაგროვებდი და ამ კოლექციონერთან მიმქონდა, რათა ამ გზითაც ფული მეშოვა.

მოკლედ, ბავშვობაში ბევრი მსხვერპლი გავიღე საიმისოდ, რათა თვითგადარჩენა მესწავლა და ამ გზის გავლა ჩემთვის ნამდვილად კარგი გაკვეთილი იყო, სხვანაირად შესაძლოა ამდენისთვის ვერ მიმეღწია.

38 წლის ლუის სუარესს კარიერის მანძილზე ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიც „ნასიონალი“, „გრონინგენი“, „აიაქსი“, „ლივერპული“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და „გრემიოა“. მისი ბოლო გაჩერება კი „ინტერ მაიამი“ გახლავთ, სადაც საუკეთესო მეგობართან ლიონელ მესისთან ერთად, ქომაგებს არაერთი დაუვიწყარი თამაში აჩუქა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მშობლებმა მაღაზია გაყიდეს და მთელი რესურსი ჩემში ჩადეს“ - მე არდა გიულერი ვარ
“მშობლებმა მაღაზია გაყიდეს და მთელი რესურსი ჩემში ჩადეს“ - მე არდა გიულერი ვარ